Wednesday, November 11, 2015

                                         პირველი დღის რეფლექსია


Wednesday, June 5, 2013

1. პროექტის სახელწოდება: სოფლის სატკივარი
2. პროექტის მთავარი იდეა: მონაცემების, მიზეზების შეგროვება, ანალიზი და წარმოდგენის გზები
3. პროექტის აქტუალობა: მიგრაცია სოფლიდან და მისი მიზეზების გასაჯაროება
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, მათი სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, მათ მიერ მოძიებული ინფორმაციის საშუალებით მოახდინონ თეორიული მასალის განმტკიცება, კერდძოდ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და პრობლემის მოგვარების გზების ძიება.
5. მოსწავლეთა ასაკი: 15 წელი.
6. ვადები და ხანდრძლივობა: ერთი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც  შეიძლება შეიქმნას:
ამ პროექტის განხორციელების შემდეგ მოხდება თეორიული მასალის პრაქტიკული გამოყენება, მოსწავლეთა სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, თემის პრეზენტაცია და მიმართვა თანასოფლელებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:მოსწავლეები, მე-9 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო, თაბახის ფურცელი, საქართველოს ფიზიკური და ადმინისტრაციული რუკა, ციფრული ფოტო აპარატი, მობილური ტელეფონი, ვიდეო კამერა, პროექტორი, სოფლის თემი და  მოსახლეობა.
9.პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):
მე-9 კლასის მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ეწვივნენ სენაკის რაიონის სოფელ ხორშს  სათანადო ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებით, შეხვდნენ აჟამად იქ დარჩენილ მცირეოდენ მოსახლეობას. ბავშვებმა გამოიკვლიეს სოფლის ისტორია, რამდენი იყო ადრე მოსახლეობა და ახლა თუ რამდენია დარჩენილი.  დაინტერესდნენ იმ მიზეზებით თუ რამ გამოიწვია სოფლის ასე დაცარიელება. გაირკვა რომ 60-იან წლებში ცხოვრობდა 57 კომლი, ამჟამად კი მხოლოდ 7 კომლია. ვნახეთ მარტოხელა მოხუცები, სკოლა დაიხურული, არ არის ბუნებრივი მატება. გადავუღეთ სურათები მიტოვებულ ნასახლარებს, სკოლას, ჩავწერეთ ინტერვიუ სოფლის უხუცებთან.
მოგროვილი ინფორმაცია და მასალა შევიტანეთ კომპიუტერსში. ნახულმა მოლოდინს გადაჭაარბა: დიდია უმუშევრობა, გარდაცვლილთა აღემატება ახალდაბადებულთა რაოდენობას. მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება, ჩვენი აზრით, დაბალი შემოსავლების გამო მოსახლეობა იძულებულია დატოვოს სოფელი, სამუშაო საზღვარგარეთ ან დიდ ქალაქებში ეძიოს, ამის გამო ხდება სოფლის დაცარიელება, სკოლიდან ბავშვების გადინება. ჩვენი სურვილია თუ შესაძლებელია სოფელში შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს, გაუჩნდეთ შემოსავალი და აღოძინდეს სოფელი.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ისტორიასთან.ეროვნული გეგმის მოთხოვნის მიხედვით მოსწავლეს შეუძლია მიგრაციის პროცესისა და თავისებურების დახასიათება.
11.პროექტის ხელმძრვანელი(მასწავლებელი): კვირკველია მარეხი
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: